Please choose which Hotel you want to visit:
ჩვენს შესახებ
Astoria Tbilisi Hotel pattern

“ასტორია თბილისი” დახვეწილი, თანამედროვედ მოწყობილი სასტუმროა, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - მთაწმინდაზე.

სასტუმროდან სულ რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ რუსთაველის გამზირზე, სადაც განლაგებულია ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები: მუზეუმები, გალერეები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და შოთა რუსთაველისსახელობის დრამატული თეატრი. სასტუმრო „ასტორია თბილისიდან“ 100 მეტრში არსებული საბაგირო გზის მეშვეობით 5 წუთში მოხვდებით მთაწმინდის პარკში, რომელიც ტურისტებისათვის გამორჩეულად საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.

“ასტორია თბილისი” წარმოადგენს მყუდრო, კეთილმოწყობილ სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო 24-საათიანი მომსახურეობით. ორმოცდარვა, სხვადასხვა ტიპის ოთახი სრულყოფილად აღჭურვილია სტუმრებისათვის საჭირო და აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით.
სასტუმროში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 50-კაციანი ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზითა და 20-კაციანი შეხვედრების ოთახით.
“ ასტორია თბილისი” თავის სტუმრებს სთავაზობს „ლაუნჯ-ბარს“, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები.

მომსახურება
Hotel Astoria Tbilisi pattern

სასტუმროს პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ მაღალ ხარისხიან 24 საათიან მომსახურებას.თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები, წყნარი გარემო, სიმყუდროვე, მოგცემთ სრულფასოვანი დასვენების საშუალებას.

ბარი
ბარი

სასტუმროს ლაუნჯ ბარში შეგიძლიათ მიირთვათ მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა და პროფესიონალი ბარმენების მიერ მომზადებული კოკტეილები. ასევე გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ ბრენდულ ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს.

რესტორანი
რესტორანი

ჩვენი სასტუმრო, საუზმეზე გთავაზობთ კერძების ფართო არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც ქართულ სამზარეულოს ,ასევე დააგემოვნოთ ევროპული და აზიური კერძები. საუზმის ნაირსახეობით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი

უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი იდიალურია საქმიანი შეხვედრებისათვის.დარბაზი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით,უსადენო ინტერნეტით,მონიტორითა პროექტორით. დარბაზი გათვლილია 50-60 ვიზიტორზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელა ფურშეტებისა და ბიზნეს-ლანჩების ორგანიზება. ასევე გთავაზობთ მცირე ზომის შეხვედრების ოთახს რომელიც გათვლილია 15-20 ვიზიტორზე.

ოთახი
Astoria Tbilisi Hotel pattern
Hotel in Tbilisi | Astoria-Tbilisi Room

Persons

ერთ ადგილიანი ნომერი

Hotel in Tbilisi | Astoria-Tbilisi Room

PersonsPersons

ორ საწოლიანი ნომერი

Hotel in Tbilisi | Astoria-Tbilisi Room

PersonsPersons

ორ ადგილიანი ნომერი

Hotel in Tbilisi | Astoria-Tbilisi Room

Persons

ნახევრად ლუქსი

Hotel in Tbilisi | Astoria-Tbilisi Room

PersonsPersons

ლუქსი

კონტაქტი
Astoria Tbilisi Hotel pattern

Address: Shota Chitadze Street 12, 0108, Tbilisi, Georgia

Tel:  (+995 322) 49-70-10

Email: astoria.tbilisi@yahoo.com, info@astoriatbilisi.ge